“ზვიადი მქვია, ფეხი მტკივა” – ბათუმში სადარბაზოს ნანგრევებში მოყოლილები მაშველებს ეკონტაქტებიან

"ზვიადი მქვია, ფეხი მტკივა" - ბათუმში სადარბაზოს ნანგრევებში მოყოლილები მაშველებს ეკონტაქტებიანბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ჩამონგრეულ სადარბაზოსთან სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

მაშველებს ნანგრევებიდან ეკონტაქტება ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ზვიადი ჰქვია.

მან მაშველებს უთხრა, რომ ფეხი სტკივა. ახალგაზრდა კაცთან კონტაქტი დილიდან არ გაწყვეტილა.

ნანგრევებში მოყოლილ ახალგაზრდას მაშველები და მოქალაქეები შეძახილებით ამხნევებენ.

ცოტა ხნის წინ ნანგრევებში მოყოლილი კიდევ ერთი ადამიანის ხმა გაისმა.

ადგილზე მყოფი „ბათუმელების“ კორესპონდენტის თქმით, ამჯერად გაიგეს ქალის ხმა, რომელიც, მეზობლად მცხოვრები მოქალაქეების თქმით, ამ სადარბაზოში, მეოთხე სართულზე ცხოვრობდა. ქალი 2 ბავშვთან ერთად იყო სახლში, როცა სადარბაზო ჩამოინგრა.

ბათუმელები