“არ დამაკავო, პოლიციელო, აქ შენს გამოც ვდგავარ” 

"არ დამაკავო, პოლიციელო, აქ შენს გამოც ვდგავარ" ფოტო აქციიდან, რომელიც ტელეკომპანია “ფორმულას” ფოტო-რეპორტიორმა დააფიქსირა.

ამ წუთებში ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები მეტროსადგურ “ავლაბართან” შეიკრიბნენ და საპროტესტო მსვლელობას იწყებენ.

აქციის მონაწილეები მსვლელობით ორივე სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობის გადაკეტვას გეგმავენ. გზა 2 საათით იქნება ჩაკეტილი.