ატენის მონასტრის მორჩილი დომნა მაისურაძე კორონავირუსით გარდაიცვალა

ატენის მონასტრის მორჩილი დომნა მაისურაძე კორონავირუსით გარდაიცვალაატე­ნის დე­და­თა მო­ნას­ტრის მორ­ჩი­ლი დომ­ნა მა­ი­სუ­რა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას გო­რი­სა და ატე­ნის ეპარ­ქია ავ­რცე­ლებს. რო­გორც ეპარ­ქი­ა­ში AMBEBi.GE-ს გა­ნუ­ცხა­დეს, ახალ­გაზ­რდას გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი კო­რო­ნა­ვირუ­სია.

“მო­ნას­ტერ­ში კო­ვი­დი კი­დევ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს და­უ­დას­ტურ­და, თუმ­ცა მათ ვირუ­სი და­ა­მარ­ცხეს. მორ­ჩი­ლი დომ­ნა მა­ი­სუ­რა­ძე კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის გამო კლი­ნი­კა­ში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ, თუმ­ცა სუს­ტი ჯან­მრთე­ლო­ბა ჰქონ­და და მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. ის სო­ფელ არ­ბო­დან იყო, სა­დაც დღეს დაკ­რძა­ლეს” – აცხა­დე­ბენ ეპარ­ქი­ა­ში.

“გარ­და­იც­ვა­ლა ატე­ნის დე­და­თა მო­ნას­ტრის მორ­ჩი­ლი დომ­ნა მა­ი­სუ­რა­ძე. დაკ­რძალ­ვა შა­ბათს, წმინ­და გი­ორ­გის სო­ფელ არ­ბოს ტაძ­რის ეზო­ში.სა­უ­კუ­ნომ­ცა არს ხსე­ნე­ბა შენი ღირ­სო ნე­ტა­რე­ბი­საო დაო!” – წე­რია სამ­ძიმ­რის წე­რილ­ში, რო­მელ­საც ასე­ვე გო­რი­სა და ატე­ნის ეპარ­ქია ავ­რცე­ლებს..