„დედა ეტირებათ, ერთი ღერი რომ ჩამოვარდეს ჩემი გოგოს თავიდან“ – გოგი ხოშტარია ხელისუფლებას

„დედა ეტირებათ, ერთი ღერი რომ ჩამოვარდეს ჩემი გოგოს თავიდან“ - გოგი ხოშტარია ხელისუფლებასელენე ხოშტარიას მამამ, გოგი ხოშტარიამ ხელისუფლებას მიმართა, რომ “ფრთხილად იყვნენ” და “ცეცხლს ნუ ეთამაშებიან”. ამით იგი გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ოპოზიციის მიერ ელენე ხოშტარიას მოწამლვა იგეგმებოდა.

“რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, მე ვურჩევდი ხელისუფლებას, ფრთხილად იყვნენ, ცეცხლს ეთამაშებიან. დედა ეტირებათ მაგათ ერთი ღერი რომ ჩამოვარდეს ჩემი გოგოს თავიდან. მარტო ჩემგან არა, ყველასგან. იმიტომ, რომ ეს ბინძური რაღაც მაგათ თავში მოიხარშა. ერთი წამით არ ვუშვებ, რომ პარტიაში და რაღაცა… აი, ძალიან სიბინძურეა, რა და ფრთხილად იყვნენ”, – თქვა მან ტვ პირველის ეთერში, გადაცემა “რეაქციაში”.

ელენე ხოშტარიამ  შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო. ხოშტარია აცხადებს, რომ არ შეწყვეტს პროტესტს, სანამ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.