ძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?2022 წლის 1 იანვრიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში აბონემენტების სისტემა ამოქმედდება.

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა განაცხადა, რომ ამ ეტაპისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფის ზრდა არ იგეგმება.

“ერთჯერადი შეძენით შესაძლებლობა გექნებათ 1-თვიანი, 6-თვიანი და 1-წლიანი აბონემენტით ისარგებლოთ, რაც საშუალებას მოგცემთ ამ პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ გადაადგილდეთ”, – განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.

მისი თქმით, ერთჯერადი ტარიფები კვლავ ძალაში დარჩება და აბონემენტი იმ პირებისათვის არის განკუთვნილი, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით ხშირად სარგებლობს.