ელენე ქებაძე – „ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, ვაქცინაციაა“

ელენე ქებაძე - „ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, ვაქცინაციაა“საზოგადოებას ვაქცინაციის პროცესში გააქტიურებისკენ კიდევ ერთი სპორტსმენი მოუწოდებს.

მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში, ტიტულოვანი ქართველი სპორტსმენი ელენე ქებაძე სპორტის სფეროში კორონავირუსის პანდემიით მიყენებულ ზარალზე საუბრობს. როგორც ქებაძე ამბობს,  პანდემიის გამო 2020 წელი „ჩავარდა“ . მუდმივი რეგულაციები კი, საბოლოოდ, სპორტული მიმართულებით ქვეყნის იმიჯს აზარალებს.

ამ სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ ვაქცინაციაა.

„ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, არის ვაქცინაცია . კორონავირუსის პანდემია ყველა სფეროს შეეხო,  მაგრამ  სპორტს – განსაკუთრებით. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს  სპორტსმენისთვის დარბაზის დაკეტვა,  ვარჯიშების შეწყვეტა, შინ ჯდომა, შეჯიბრებებზე ვერგასვლა. ეს, რა თქმა უნდა, საბოლოოდ, ქვეყნის სპორტულ იმიჯსაც აზარალებს.  2020 წელს მთლიანად გაჩერებულები ვიყავით, სპორტსმენი რომ გაჩერდება და შეჯიბრზე ვერ წავა, დამერწმუნებით, ძალიან ცუდია.

მინდა მოვუწოდო ყველას, აუცილებლად ავიცრათ, დიდებმა, პატარებმა, ვისაც ეკუთვნის, ყველამ უნდა გაიკეთოს ვაქცინა, რომ დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას”, – ამბობს ელენე ქებაძე.