საბუთების აკინძვა 5 ლარი, ზონარის გაყრა – 1 ლარი – ხაშურის მერი 1.500 ლარს იხდის

საბუთების აკინძვა 5 ლარი, ზონარის გაყრა - 1 ლარი - ხაშურის მერი 1.500 ლარს იხდის

ხაშურის ახალი მერი თენგიზ ჩიტიაშვილი 1500 ლარს გადაუხდის ქალს, რომელმაც 8 ნოემბრამდე, მისთვის საჭირო საბუთები უნდა აკინძოს და ზონარი გაუყაროს.

ამის შესახებ დღეს, 3 ნოემბერს გამოქვეყნებულ ხელშეკრულებაშია აღნიშნული. ხელშეკრულების მიხედვით, თითო საბუთის აკინძვა 5 ლარი, ხოლო ზონარის გაყრა – 1 ლარი ღირს.

,,ხელშეკრულების საგანია ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისათვის საბუთების აკინძვის და საბუთებში ზონარის გაყრის მომსახურების შესყიდვა, საბუთების აკინძვა – 5 (ხუთი) ლარი; ზონარის გაყრა 1.00 (ერთი) ლარი’ – წერია ხელშეკრულებაში.

სამუშაოს შემსრულებელი უკვე მოძებნილია. მისი შესრულებული სამუშაო 8 ნოემბერს უნდა შეამოწმოს მერიის 3-მმა თანამშრომელმა. ესენია:

1. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის შესყიდვებისა და მატერიალურტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელის ფუნქციების დროებით განმახორციელებელი პირი თინათინ ხაჩიძე;

2. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის საბიუჯეტო სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სამსახურის ხელმძღვანელი ლელა მაჭარაშვილი;

3. ხაშურის მუნიციპლაიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოპფილების მეორადი სტრუქტურული ერთეული განყოფილების ხელმძვანელი ირმა ნოზაძე-ჩადუნელი.

ქართლი.გე