ბარსელონამ ხავი ერნანდესთან შეთანხმებას მიაღწია და ის გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშნა.
ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ ხავი ბარსელონას ამ სეზონში და მომდევნო 2 სეზონში უხელმძღვანელებს.
ხავი ტოვებს ყატარის კლუბ ალ სადს, რომლის ხელმძღვანელებთანაც ბარსელონამ მოლაპარაკება წარმატებით დაასრულა.
უახლოეს მომავალში ხავი ბარსელონაში ჩაფრინდება, 8 ნოემბერს კი მისი პრეზენტაცია შედგება. ეს კამპ ნოუზე მოხდება, სადაც დასწრება თავისუფალი იქნება.
პრეზენტაციის შემდეგ ხავი პრესკონფერენციას ჩაატარებს.