ხავი ბარსელონას მთავარ მწვრთნელად დაინიშნა – მისი პრეზენტაცია 8 ნოემბერს კამპ ნოუზე მოხდება

ხავი ბარსელონას მთავარ მწვრთნელად დაინიშნა - მისი პრეზენტაცია 8 ნოემბერს კამპ ნოუზე მოხდებაბარსელონამ ხავი ერნანდესთან შეთანხმებას მიაღწია და ის გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშნა.

ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ ხავი ბარსელონას ამ სეზონში და მომდევნო 2 სეზონში უხელმძღვანელებს.

ხავი ტოვებს ყატარის კლუბ ალ სადს, რომლის ხელმძღვანელებთანაც ბარსელონამ მოლაპარაკება წარმატებით დაასრულა.

უახლოეს მომავალში ხავი ბარსელონაში ჩაფრინდება, 8 ნოემბერს კი მისი პრეზენტაცია შედგება. ეს კამპ ნოუზე მოხდება, სადაც დასწრება თავისუფალი იქნება.

პრეზენტაციის შემდეგ ხავი პრესკონფერენციას ჩაატარებს.