„მედიკოსების ადგილზე ირაკლი კობახიძეს სასამართლოში ვუჩივლებდი…“ –  ვაჟა გაფრინდაშვილი

„მედიკოსების ადგილზე ირაკლი კობახიძეს სასამართლოში ვუჩივლებდი...“ -  ვაჟა გაფრინდაშვილიექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ მედიკოსების ადგილზე, რომლებიც კობახიძემ გაყალბებულ დასკვნაზე ხელმოწერაში დაადანაშაულა, “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს უჩივლებს.

როგორც გაფრინდაშვილი განმარტავს,ყველა ნორმალურ ქვეყანაში მმართველი პარტიის თავმჯდომარე არის ქვეყნის პირველი პირი. აქ ცალკეა პარტიის თავმჯდომარე, ცალკე პრემიერი და ცალკე პარტიის დამფუძნებელი და მას არ სურს “კაცის კაცის კაცი” მართავდეს”.

“მისი განცხადება ექიმების მისამართით გაკეთებული იყო ღირსების შეურაცხმყოფელი, მე მასთან არ მაქვს საქმე მე პრეტენზია მაქვს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტთან და ჯანდაცვის მინისტრთან, რომლებმაც არ დაიცვეს მედიკოსები, კომისიაში შემავალი ექიმები.

მე რომ ამ მედიკოსების ადგილას ვიყო, აუცილებლად ვუჩივლებდი ირაკლი კობახიძეს სასამართლოში, რომელმაც ექიმებს ბრალი დასდო გაყალბებულ დასკვნაზე ხელმოწერაში და მე მას ღირსების შელახვისთვის ვუჩივლებდი და ამ პროცესს აუცილებლად მოვიგებდი.

ყველა ნორმალურ ქვეყანაში მმართველი პარტიის თავმჯდომარე არის ქვეყნის პირველი პირი. აქ ცალკეა პარტიის თავმჯდომარე, ცალკე პრემიერი და ცალკე პარტიის დამფუძნებელი. მე არ მინდა კაცის კაცის კაცი მმართავდეს ჩემს ქვეყანას” ,- განაცხადა ტვ “პირველის” ეთერში გაფრინდაშვილმა.