ქუთაისში გარდაცვლილი ნინო ქუთელია კლინიკა “ბომონდში” 9 დღე მკურნალობდა

ქუთაისში გარდაცვლილი ნინო ქუთელია კლინიკა "ბომონდში" 9 დღე მკურნალობდაქუთაისში, კლინიკა “ბომონდში”  კორონავირუსით ნინო ქუთელიას გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

ქალი კორონავირუსის გართულებული ფორმით ზუგდიდან ქუთაისში გადაიყვანეს, პაციენტი კლინიკა “ბომონდის” რეანიმაციულ განყოფილებაში 9 დღის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანის მომენტისთვის მისი მდგომარეობა მძიმე იყო. პაციენტს ფილტვის ქსოვილის 72% დაზიანებული ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ქალს საკეისრო კვეთა რამდენიმე დღის წინ ჩაუტარდა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სამედიცინო დაწესებულებაში ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.

ინფოიმერეთი