მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ რამდენიმე წუთის წინ განცხადება გააკეთა:
„ადვოკატები მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მივედით. შეხვედრის დამთავრებისას სააკაშვილი მოწყვეტით წაიქცა, თვალებს ვუხელდით, 10 წუთი უგონო მდგომარეობაში იყო. საკაცით აიყვანეს მაღლა, ახლა როგორ არის არაფერი ვიცი“.

