რუსთავში მოზარდს ეძებენ.
“ინფო რუსთავს” დაკარგული ბავშვის მშობლები დაუკავშირდნენ და განუცხადეს რომ:
“13 წლის გიორგი ჩიტია სახლიდან 11:20 საათზე გავიდა და მეგობრობის გამზირზე არსებულ ინგლისური ენის ცენტრში 11:30 საათზე უნდა მისულიყო, თუმცა გაირკვა, რომ ცენტრში არ მისულა. ბავშვს ამ დრომდე ვეძებთ”.
ბიჭს ტანთ ეცვა: მუქი ფერის ჯინსის პერანგი, მუქი ლურჯი ფერის დუტის ქურთუკი, შავი ფერის ჯინსის შარვალი და თეთრი ბოტასები.
თუ აღნიშნული ბიჭი სადმე შეამჩნიეთ, დარეკეთ 595 02 02 27.
ინფორუსთავი

