სანდრო კაკულია – “ვტი­რო­დი, ვა­კა­კუ­ნებ­დი, ჩემი შვი­ლი მა­ნა­ხეთ-მეთ­ქი…”

სანდრო კაკულია - "ვტი­რო­დი, ვა­კა­კუ­ნებ­დი, ჩემი შვი­ლი მა­ნა­ხეთ-მეთ­ქი..."სანდრო კაკულიას შვილს წლების წინ პირველი ტიპის დიაბეტი აღმოაჩნდა. მსახიობმა ამის შესახებ “ფორ­მუ­ლა­ზე“ გა­და­ცე­მა “ჩათში” ისაუბრა.

ელე­ნე ახლა 12 წლი­საა და მა­მას სჯე­რა, რომ მის სრულ­წლო­ვა­ნე­ბამ­დე და­ამ­ტკი­ცე­ბენ წა­მალს, რო­მე­ლიც მი­ნი­მუმ გო­გო­ნას ინ­სუ­ლინ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას მო­უხ­სნის…

სან­დრო კა­კუ­ლია:

“ყვე­ლა­ფე­რი ერთ წამ­ში იც­ვლე­ბა, მთე­ლი სამ­ყა­რო, რო­დე­საც ექი­მი შე­მო­დის და გა­ტყო­ბი­ნებს, რომ თქვენ შვილს აქვს პირ­ვე­ლი ტი­პის დი­ა­ბე­ტი. ეს არის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ინ­სუ­ლინ­და­მო­კი­დე­ბუ­ლი უნდა იყოს, რად­გან ჯერ წა­მა­ლი არ არის გა­მო­გო­ნე­ბუ­ლი. ელე­ნე 6 წლის იყო მისი დი­აგ­ნო­ზის შე­სა­ხებ რომ გა­ვი­გეთ. ერთ ჩვე­უ­ლებ­რივ დღეს, ბავ­შვი რუ­ტი­ნულ ანა­ლიზ­ზე მი­ვიყ­ვა­ნეთ. იმა­ვე სა­ღა­მოს, 9 სა­ათ­ზე, ექიმ­მა სახ­ლში დაგ­ვი­რე­კა, შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ხმა ჰქონ­და, – სას­წრა­ფოდ მო­იყ­ვა­ნეთ ბავ­შვი, ერთ-ერთი ანა­ლი­ზი ძა­ლი­ან არ მომ­წონ­სო.

ბი­ლე­თი მქონ­და აღე­ბუ­ლი და 2 სა­ათ­ში სახ­ლი­დან უნდა გავ­სუ­ლი­ყა­ვი, ჰო­ლან­დი­ა­ში მივფრი­ნავ­დი. ელე­ნეს პირ­ვე­ლი­ვე ჯერ­ზე შა­ქა­რი 500 აღ­მო­აჩ­ნდა, თა­ვად ვერ გრძნობ­და. ეგ­რე­ვე რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში შე­იყ­ვა­ნეს. რო­დე­საც გვი­თხრეს, უნდა დავ­ტო­ვო­თო, ძა­ლი­ან მინ­დო­და ნახ­ვა და პა­ნი­კა ავ­ტე­ხე.

გა­დას­ხმა­ზე იყო ბავ­შვი შე­ერ­თე­ბუ­ლი, მე კი­დევ გა­რეთ ვი­დე­ქი, ვტი­რო­დი, ვა­კა­კუ­ნებ­დი, ჩემი შვი­ლი მა­ნა­ხეთ-მეთ­ქი. ბავ­შვი გა­მო­მიყ­ვა­ნეს. რომ არ მე­ნა­ხა, არ ვიცი, რა მე­გო­ნა. ჩა­ვი­ხუ­ტე და ტი­რი­ლი და­ვი­წყე, ბავ­შვმა ყურ­ში ჩამ­ჩურ­ჩუ­ლა, არ ინერ­ვი­უ­ლო, მა, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბაო, აქეთ და­მამ­შვი­და ელე­ნემ.

თუ კარ­გად მარ­თავ, დი­ა­ბე­ტით ცხოვ­რე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ მი­დის. გვჯე­რა, რომ რო­დე­საც ზრდას­რუ­ლი იქ­ნე­ბა, გა­მო­ი­გო­ნე­ბენ რა­ღაც პრე­პა­რატს, რო­მე­ლიც ინ­სუ­ლინ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას მა­ინც მო­უხ­სნის პირ­ვე­ლი ტი­პის დი­ა­ბე­ტის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს. ახლა ელე­ნე 12 წლის არის, რაც დრო გა­დის პრობ­ლე­მე­ბი იკ­ლებს, ვსწავ­ლობთ დი­ა­ბეტ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბას. ახლა ყვე­ლა პრო­დუქტზე ვით­ვლით ნახ­შირ­წყლებს. ასე­ვე საკ­მა­ოდ რთუ­ლია ინ­სუ­ლი­ნის დო­ზი­რე­ბა, პირ­ვე­ლი ტი­პის დი­ა­ბე­ტის დროს…”

ფორტუნა