დეპუტატი ელენე ხოშტარია, რომელიც მეექვსე დღეა შიმშილობს სუსტადაა.
როგორც ოჯახის ექიმი, მაია ცანავა ამბობს, ანალიზების და კვლევის შედეგად მისი პარამეტრები შეცვლილია.
მისივე თქმით, ხოშტარიას გადაყვანა ჰოსპიტალში ამ ეტაპზე არ არის საჭირო.
“წინა დღეებთან შედარებით მდგომარეობა შეიცვალა, თავს გრძნობს სუსტად, მოგეხსენებათ არის შიმშილობის მეექვსე დღე. სასიცოცხლო პარამეტრები შეიცვალა, ნორმის ფარგლებში რჩება ჯერ-ჯერობით, მაგრამ შეცვლილია წინა დღეებთან შედარებით. შესაძლოა დასჭირდეს მედიკამენტოზური ჩარევა, ამ ეტაპზე კატეგორიულად უარს აცხადებს ყოველგვარი მედიკამენტის მიღებაზე, ინტრავენურ გადასხმაზე, იღებს მხოლოდ წყალს”, – თქვა ექიმმა.
აქვე გეტყვით, რომ ელენე ხოშტარიასთან შესახვედრად “ოცნების” წევრი, ირაკლი ზარქუა იმყოფებოდა, თუმცა მისი ნახვა სისუტის გამო ამ ეტაპზე ვერ შეძლო.

