“შეიძლება ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ნებისმიერ წუთს დავკარგოთ” – გიორგი ჩალაძე

"შეიძლება ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ნებისმიერ წუთს დავკარგოთ" - გიორგი ჩალაძე,,სიტუაცია არის კრიტიკული” – ასე ეხმაურება გენეტიკის ლაბორატორიის დამფუძნებელი გიორგი ჩალაძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

,,ჩვენ შეიძლება, ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ყოველ წუთს დავკარგოთ და დაკარგვა არ ნიშნავს არაფერს, გარდა პირდაპირი გაგებისა. მას ემუქრება უშუალოდ სასიცოცხლო საფრთხე. ეს ზიანი გამოწვეული იქნება არაკვალიფიციური, არასათანადო ჯანდაცვის ღონისძიების გამო. მას ესაჭიროება სამოქალაქო, მრავალპროფილიან ჰოსპიტალში გადაყვანა ისე, როგორც დაწერა უკვე სამმა კონსილიუმმა”, – განაცხადა ჩალაძემ.