თბილისში “მწვანე ალმასის” მშენებარე სახლის საძირკველში ცხვარი დაკლეს

თბილისში "მწვანე ალმასის" მშენებარე სახლის საძირკველში ცხვარი დაკლესთბილისში, დიღომში, მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსის საძირკველში ცხვარი დაკლეს.

ვიდეო თავდაპირველად გავრცელდა ცხოველების უფლებადამცველთა ღია ჯგუფში, „ცხოველთა უფლებების კომიტეტი“. ვიდეოში ჩანს, რომ მუშები მშენებლობის საძირკველში ცხოველს ჯერ კლავენ, შემდეგ კი სამშენებლო ტერიტორიის მიღმა გააქვთ.

საუბარია საცხოვრებელი კომპლექსის „მწვანე ალმასის“ მშენებლობაზე. ნეტგაზეთი დაუკავშირდა მშენებლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ კომპანიამ არ იცოდა მომხდარის შესახებ და არანაირი შემხებლობა მომხდართან არ აქვს.

მათივე ინფორმაციით, კომპანია დაიწყებს შიდამოკვლევას.

ნეტგაზეტი