1 დღე – 20 ლარი, 1 წელი – 800 – რა ეღირება თბილისში მანქანის პარკირება

1 დღე - 20 ლარი, 1 წელი - 800 - რა ეღირება თბილისში მანქანის პარკირებამერია თბილისში პარკირების სააბონიმენტო სისტემას ამატებს.

დადგენილება უკვე მომზადებულია და მას საკრებულო მომდევნო კვირას განიხილავს.

დადგენილების მიხედვით, ზონალურ პარკირებაზეც, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მსგავსად, აბონემენტები შეიქმნება და გადასახადი ამოქმედდება შემდეგი ტარიფებით:

1 დღე – 20 ლარი (გადახდის მომენტიდან 24 საათის განმავლობაში);
1 კვირა – 100 ლარი (გადახდის მომენტიდან 6 კალდენარული დღის განმავლობაში);
1 თვე – 300 ლარი;
6 თვე – 500 ლარი;
1 წელი – 800 ლარი;
პარკირების მოქმედი ტარიფები, რომლებიც, თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, არ იცვლება, ასეთია:

1 კვირა – 4 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 6 კალენდარული დღის განმავლობაში);
6 თვე – 25 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 182 კალენდარული დღის განმავლობაში);
1 წელი – 50 ლარი (გადახდის მომენტიდან, შემდეგი წლის შესაბამის კალენდარულ დღემდე).
შენიშვნა: ნიუსში თავდაპირველად აღნიშნული იყო, რომ მოქმედი ტარიფები ზონალური ტარიფებით იცვლება. ეს წინადადება თბილისის მერის მოადგილის განცხადების შემდეგ შეიცვალა.