21 დეკემბრიდან საგრძნობლად აცივდება 

21 დეკემბრიდან საგრძნობლად აცივდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 17-19 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, მაღა ლმთაში მოთოვს.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +8, +13 გრადუსამდე დაიკლებს. 20 დეკემბერს შედარებით გამოიდარებს და დათბება, ხოლო 21 დეკემბრიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი.

თბილისში 17-19 დეკემბერს დღის საათებში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსის ფარგლებში იქნება. 21 დეკემბრიდან დედაქალაქშიც აცივდება.
მასალის გამოყენების პირობები