„არჩილ თალაკვაძეს აქვს კომპეტენცია ამ რთულ გამოწვევას თავი გაართვას“ – თამარ გაბუნია

„არჩილ თალაკვაძეს აქვს კომპეტენცია ამ რთულ გამოწვევას თავი გაართვას“ – თამარ გაბუნიამას შემდეგ, რაც ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა, ადგილი ამ დრომდე თავისუფალია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის კანდიდატურად ლევან რატიანი, ნინო კობახიძე და არჩილ თალაკვაძე განიხილებიან.

ამ ფაქტს ეხმაურება თამარ გაბუნიაც. როგორც იგი ამბობს, თალაკვაძეს აქვს ყველანაირი უნარი, რომ ამ გამოწვევას თავი გაართვას.

მისივე თქმით, არჩილ თალაკვაძე დიდი ხანია ჯანდაცვის სისტემაშია.

„მე მასთან პროფესიული ურთიერთობა იქამდეც მქონდა, სანამ არჩილი თანამდებობის პირი იქნებოდა ან მე ვიქნებოდი თანამდებობის პირი. მას აქვს დიდი გამოცდილება, შესაფერისი ექსპერტიზა და ძალიან ბევრი ინოვაციური პროექტის ავტორია. აქამდე ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნო და საინტერესო იყო არჩილ თალაკვაძესთან მუშაობა. ჩემთვის არ არის ცნობილი რამდენად რეალურად შესაძლებელია ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა განიხილებოდეს. თუმცა, მას აქვს ყველა უნარ-ჩვევა და კომპეტენცია ამ რთულ გამოწვევას თავი გაართვას“, – განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის პოსტის დატოვებაზე განცხადება 9 დეკემბერს გააკეთა, თუმცა ის მინისტრის მოვალეობას წლის ბოლომდე შეასრულებს.