“დილის ელდა! ღმერთო, მიიღე და უპატრონე რა…” – თამაზ ტყემალაძე გარდაიცვალა

"დილის ელდა! ღმერთო, მიიღე და უპატრონე რა..." - თამაზ ტყემალაძე გარდაიცვალაცნობილი პუბლიცისტი, ფილოლოგი და ჟურნალისტი თამაზ ტყემალაძე გარდაიცვალა.

როგორც ფეისბუქში წერენ, გარდაცვალების მიზეზი კოვიდია.

“აუჰ! როგორი შიშით და ძრწოლით ველოდი ამ ცნობას. თან იმედი მქონდა, რომ გადარჩებოდა! მართლაც უღვთოა შენი გარდაცვალება, ძმაო თამაზ, მაგრამ რაკი ყველანი მაინც სიკვდილის შვილები ვართ, იძინე მშვიდად, რადგან “აღასრულე შენ შენი ვალი!”

“კიდევ ერთი დიდებული ქართველი წაგვართვა ამ უბედურმა წელმა! ღმერთმა გაანათლოს და დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი. ”
“დილის ელდა! ღმერთო მიიღე და უპატრონე რა…” – წერენ ფეისბუქში.

თამაზ ტყემალაძე 2019 წელს ქართული ტელევიზიის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ხანგრძლივი ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, დაჯილდოვდა ღირსების მედლით.