გორის ჰოსპიტლის ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში წყლის მილი გასკდა. ამის გამო, დაზიანდა პირველი სართულის პალატები.
სამხედრო ჰოსპიტლის ზოგადი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიური განყოფილების ინჟინრის, შოთა ბაბიაშვილის ცნობით, წყლის მილია დაზიანდა პირველ სართულის პალატებში:
,,მოხდა წყლის ჭარბი ოდენობის გაჟონვა, რამაც გამოიწვია კედლების და იატაკის დაზიანება”, – აღნიშნავს მოხსენებით ბარათში შოთა ბაბიაშვილი.
შემთხვევა, ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, 6 დეკემბერს მოხდა.
ჰოსპიტლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის რევაზ ხარჩილავას ცნობით, ზიანის ოდენობამ 50 000 ლარს მიაღწია:
,,შეფერხდა პაციენტების მომსახურება, დაზიანდა პალატები, რომლებიც საჭიროებენ სასწრაფო შეკეთებას. გთხოვთ დაავალოთ შესაბამის სამსახურს რეაგირებისთვის” – სწერს ტრავმატოლოგიური განყოფილების უფროსი გიორგი ჯავახიშვილი ჰოსპიტლის დირექტორს.
როგორც დოკუმენტებით ირკვევა, წყალი მეორე სართულიდან ჩავიდა, რამაც დააზიანა კონდინციორებიც კი.
ქართლი.გე

