მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ გორის ჰოსპიტლის თანამშრომლებმა მას დაბადების დღის ტორტი მოუმზადეს, რისთვისაც მადლობას უხდის.
“მიხეილ სააკაშვილს სურს, მადლობა გადაუხადოს გორის სამხედრო ჰოსპიტლის პერსონალს, რომელმაც მოუმზადა დაბადების დღის ტორტი მისთვის”, – თქვა ადვოკატმა ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ.

