„გუბერნატორებმა ხელფასები გაიორმაგეს“ – ფლანგვის დეტექტორი

„გუბერნატორებმა ხელფასები გაიორმაგეს“ - ფლანგვის დეტექტორისაჭიროა თუ არა გუბერნატორის ინსტიტუტის არსებობა? – ფლანგვის დეტექტორი მორიგ კვლევას აქვეყნებს, საიდანაც ვიგებთ, რომ გუბერნატორის ადმინისტრაციების შენახვა 2014-2022 წლებში მოსახლეობას 59 მილიონი ლარი დაუჯდა:

“დღემდე დამკვიდრებული პრაქტიკით, რწმუნებულ-გუბერნატორის ინსტიტუტი ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ადგილობრივ მთავრობებზე ზეწოლის ბერკეტია.

გუბერნატორის ადმინისტრაციები მუნიციპალიტეტების არჩეული მერების საქმიანობაში ჩარევას ცდილობენ.

2014 წელს გუბერნატორების ადმინისტრაციებში დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის განახევრდა, თუმცა დაფინანსება, პირიქით, გაიზარდა.

2014-2022 წლებში ამ ინსტიტუტის თანამშრომელთა ხელფასებში ბიუჯეტიდან 41 მილიონი დაიხარჯა, გაორმაგდა გუბერნატორების ხელფასებიც და 5,900 ლარი გახდა”, – წერს ორგანიზაცია.