„გვაქვს ორი საეჭვო ნიმუში…” – ომიკრონის შტამმა შემოაღწია?

„გვაქვს ორი საეჭვო ნიმუში..." -  ომიკრონის შტამმა შემოაღწია?დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის ომიკრონის შტამი უფრო ახალგაზრდა ასაკს აზიანებს, თუმცა ნაკლები აგრესიით გამოირჩევა. მისი განმარტებით, ამ დროისთვის ორი საეჭვო ნიმუშის კვლევა მიმდინარეობს, რომლებიც, შესაძლოა, სწორედ ამ შტამის მატარებელი იყოს:

“ომიკრონი” შედარებით ნაკლები აგრესიულობით ხასიათდება. აზიანებს უფრო ახალგაზრდა ასაკს. დღემდე 10-მდე საეჭვო ნიმუშია გამოკვლეული, თუმცა არც ერთში არ დადგენილა “ომიკრონისთვის” დამახასიათებელი მუტაცია. ყველა მათგანი იყო “დელტა” ან “დელტა პლუსი”. არის კიდევ ორი საეჭვო ნიმუში, რომელზედაც მიმდინარეობს ჩაღრმავებული ლაბორატორიული კვლევები,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.