ჯანდაცვის მინისტრის ვაკანტურ პოსტზე კიდევ ერთი კანდიდატი განიხილება – “მთავარი არხის” ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს მინისტრის პირველ მოადგილესთან, თამარ გაბუნიასთან.
მოლაპარაკებებს უშუალოდ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აწარმოებს.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე კიდევ 3 კანდიდატი განიხილება. მათ შორის: არჩილ თალაკვაძე, ლევან რატიანი და ნინო კობახიძე.

