კასპის საკრებულოს თავმჯდომარემ ხელფასი გაიორმაგა

კასპის საკრებულოს თავმჯდომარემ ხელფასი გაიორმაგაარსებული ინფორმაციით, კასპის საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა ხელფასი თითქმის გაიორმაგა და ახლა ის 2 500 ლარის ნაცვლად, 4 500 ლარს აიღებს.

საკრებულოში აცხადებენ, რომ კასპში ყოველთვის დაბალი ანაზღაურება იყო და ამიერიდან ისინი სხვა რეგიონებს დაეწევიან:

“ხელფასები არ გაზრდილა, უბრალოდ დავეწიეთ დანარჩენ რეგიონებს” – ამბობს ერთ-ერთი დეპუტატი.