კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტები დამტკიცებულია 

კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტები დამტკიცებულია ევროკავშირის პრეპარატების მარეგულირებელმა ორგანომ კორონავირუსის მკურნალობისთვის ახალი პრეპარატები დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “დოიჩე ველე” ავრცელებს.

ევროპის წამლის სააგენტომ პრეპარატები – „ქსევუდი“, „კინერეტი” და კოვიდ-19-ის სამკურნალოდ “ფაიზერის” მიერ შექმნილი აბები გადაუდებელი შემთხვევების მართვისათვის დაამტკიცა.

სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიკამენტი “ქსევუდი“, რომელიც დიდი ბრიტანეთის ფარმაცევტული კომპანია GlaxoSmithKline-ის და ამერიკული ფირმა Vir Biotechnology-ის მიერ არის შექმნილი, ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას კორონავირუსული ინფექციის მქონე პაციენტებში მნიშვნელოვნად ამცირებს.

ხოლო შვედური ფარმაცევტული კომპანიის Orphan Biovitrum-ის მიერ შექმნილი მედიკამენტი “კინერეტი” ქვედა სასუნთქი გზების დაზიანებას ამცირებს და ასევე, პაციენტებს სუნთქვის მწვავე უკმარისობის განვითარებისგან დაცვაში ეხმარება.

მედიკამენტების მარეგულირებელმა სააგენტომ გადაუდებელი მოხმარებისთვის ასევე „ფაიზერის“ მიერ კოვიდ-19-ის სამკურნალოდ შექმნილი აბებიც დაამტკიცა.

ამავე სააგენტოს ცნობით, “ფაიზერის” მედიკამენტი მოზრდილებში კორონავირუსული ინფექციის მქონე მოზრდილთა სამკურნალოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება თუ ინფიცირებულები დაავადების გართულების რისკის წინაშე არიან.

ამ დროისთვის ევროპის წამლის სააგენტოს მიერ კორონავირუსის სამკურნალოდ ექვსი მედიკამენტია ავტორიზებული.