კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილი 25 წლის ბათუმელი ქალი, პრაიმ ტაიმის ცნობით, მეგი მახარაძეა.
იგი ბათუმის სამშობიარო სახლში მკურნალობდა, თუმცა ოჯახის მოთხოვნით, 32 კვირის ფეხმძიმე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.
„25 წლის კოვიდ ინფიცირებული ფეხმძიმე, ჩვენს კლინიკაში 4 დღის განმავლობაში მკურნალობდა. მისი მდგომარეობა სტაბილური იყო, მაგრამ ძმისა და დედის დაჟინებული თხოვნით თურქეთში გადაიყვანეს სამკურნალოდ, ახლახანს გავიგეთ რომ იქ გარდაცვლილა. სხვა ვერაფერს გეტყვით”, – აღნიშნეს კლინიკაში.

