ლექსო ლაშქარავას დღეს 38 წელი შეუსრულდებოდა

ლექსო ლაშქარავას დღეს 38 წელი შეუსრულდებოდა„ტვ პირველის“ ოპერატორს ლექსო ლაშქარავას დღეს 38 წელი შეუსრულდებოდა.

ლექსო 5 ივლისის ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა სასტიკად სცემეს, რის გამოც ის საავადმყოფოში მოხვდა. მას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული, რის გამოც ოპერაცია დასჭირდა. კლინიკიდან გამოწერის შემდეგ, 11 ივლისს ლექსო დედამ საკუთარ საძინებელში გარდაცვლილი იპოვნა.

ლაშქარავას ცემისთვის შსს-მ 4 პირი დააკავა, თუმცა საქმე სრულფასოვნად არ იქნა გამოძიებული.