მესხეთში კათოლიკურმა მრევლმა ქრისტეშობა იზეიმა

მესხეთში კათოლიკურმა მრევლმა ქრისტეშობა იზეიმასამცხე-ჯავახეთში კათოლიკურმა მრევლმა ქრისტეშობა იზეიმა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალციხის რაბათის კათოლიკურ, სავარდის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში საზეიმო ლიტურგიას მღვდელი, ოლეგ ბოიტეხოვიჩი უძღვებოდა. საქართველოს მთავრობის სახელით, ტაძარში შეკრებილ მრევლს შობის დღესასწაული მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა სამცხე-ჯავახეთში, ელვარდ ზაზაძემ.