„მიშას ვკითხე უკრაინაში დაბრუნებაზე და მივიღე რისხვა“ – გიული ალასანია

„მიშას ვკითხე უკრაინაში დაბრუნებაზე და მივიღე რისხვა“ - გიული ალასანიამესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ჟურნალისტებს გორის ჰოსპიტალთან განუცხადა, რომ მის შვილს უკრაინაში დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით უარყოფითი რეაქცია ჰქონდა. გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილმა მას უთხრა, რომ არ აპირებს საქართველოს დატოვებას.

ინტერესის გათვალისწინებით გავბედე და ვკითხე, უკრაინაში დაბუნებაზე და მივიღე ისეთი რისხვა, მითხრა, შენ მე ვინ გგონივარ, აქ, ჩემს ქვეყანაში რისთვის ჩამოვედი ჩემ ქვეყანაში, რომ კიდევ სადღაც წავიდეო? მოკლედ, ჩემგან ეს ძალიან არ მოეწონა”, – თქვა გიული ალასანიამ.
როგორც გიული ალსანიამ ჟურნალისტებს უთხრა, მესამე პრეზიდენტს აწუხებს თავის ტკივილი და აქვს უძილობა.

ეს სიმპტომები არის ნევროლოგიური სიმპტომები. ეს ყველაფერი აქვს. ასევე, მე რაც დავინახე არის ის, რომ მაინც ურჩევნია იწვეს. დაჯდება სკამზე და ცოტა ხნის შემდეგ ისევ მიდის“, – თქვა გიული ალასანიამ.