„ომიკრონი“ თავიდან ძალიან ჰგავს მარტივ გაციებას“ – ივანე ჩხაიძე

„ომიკრონი“ თავიდან ძალიან ჰგავს მარტივ გაციებას“ - ივანე ჩხაიძეექიმ ივანე ჩხაიძის განცხადებით, „ომიკრონი“ ძალიან ჰგავს მარტივ გაციებას, თუმცა ბავშვების ინფიცირების რისკი არის ძალიან მაღალი.

მისივე თქმით, კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა რამდენიმე საათის წინ, მიუთითებს იმაზე, რომ “ფაიზერის” ვაქცინა ეფექტურია 33%-ით ინფიცირების შემთხვევების, ხოლო 70%-ით მძიმე მიმდინარეობის თავიდან აცილების თვალსაზრისით.

” 3-დღიანი ავადობა ახასიათებს, ძირითადად, ეს არის ყელის ჩაფხაჭნის შეგრძნება, მშრალი ხველა, თავისა და კუნთების მსუბუქად გამოხატული ტკივილი – ანუ ძალიან ჰგავს მარტივ გაციებას. ერთი მაჩვენებელი, რომელიც ბავშვებისთვის არის ძალიან საყურადღებო არის ის, რომ “ომიკრონით” ინფიცირების რისკი არის ძალიან მაღალი, გაცილებით ვიდრე ეს იყო დელტა ვარიანტის შემთხვევაში,” – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.