„ყველა უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მოკრძალებული ახალი წელი გვქონდეს“ – ამირან გამყრელიძე

„ყველა უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მოკრძალებული ახალი წელი გვქონდეს“ - ამირან გამყრელიძედაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე  საზოგადოებას მოუწოდებს, საახალწლოდ დიდ შეკრებებს თავი აარიდონ.

„ახალი წელი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია. ყველას ვუსურვებ პანდემიის დასრულებას 2022 წელს, მაგრამ მაინც ყველა უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მოკრძალებული გვქონდეს ეს დღესასწაული, თავი ავარიდოთ ძალიან დიდი შეკრებებს, ყველგან ვიყოთ პირბადით – იქნება დახურული თუ გარე სივრცე, ყველა შეკრება იქნება თუ ბავშვებისთვის კონცერტი, ადამიანები იყვნენ აცრილი, დაუშვან მხოლოდ მწვანე პასპორტებით და დავიცვათ რეგულაციები”, – ამბობს ამირან გამყრელიძე.
ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 64 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ვირუსის  3 542 ახალი შემთხვევა.