როგორ დაბერდებით ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

როგორ დაბერდებით ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?ბევრი ასტროლოგის თქმით, ადამიანს დაბადებისთანავე აქვს უდიდესი და ძლიერი გავლენა ბედსა და მსოფლიოს აღქმაზე.

სულ 12 ზოდიაქოს ნიშანია.  ხასიათი, ქცევა, თვისებები თუ დამოკიდებულება ცხოვრებაში ყველა მათგანის წარმომადგენელ ადამიანს აქვს თავისებური და განსხვავებული. ასევე განსხვავებულია მათი ქცევა ოჯახში, სიყვარულში, სირთულეების წინაშე და კომუნიკაციები ყოველდღიურ ცხოვრებაში. რაღა თქმა უნდა, დაბერების პროცესიც კი განსხვავებული აქვთ.

გაინტერესებთ როგორ ბერდებიან ზოდიაქოს ნიშნები? სწორედ ეხლა წარმოგიდგენთ.

1. ვერძი. ვერძებს არასოდეს აშფოთებთ ასაკი და არ იციკლებიან მასზე, ვინაიდან ცხოვრობენ ყოველდღიური ცხოვრებით. სულიერი მხნეობა, რომელიც მათ გააჩნიათ, აძლევთ ზღვა ენერგიას, რაც უწყობთ ხელს ასაკშიც კი ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ. ძალიან ადვილად იპოვით ვერძს, რომელიც 60 წლის ასაკში გატაცებულია ბაიკით ან ინტენსიური მოგზაურობით. ვერძები ბერდებიან შეუმჩნევლად, რადგან სიბერეშიც ენერგიულები და ხალისიანები არიან.

2. კურო. კუროს წარმომადგენლები განსაკუთრებული ნაყროვანებით გამოირჩევიან, ყოველთვის უყვართ ნორმაზე მეტის მირთმევა, შესაბამისად კი ეს ზედმეტი კილოგრამები მათ გარეგნობაზე ასაკში აისახება. არიან საოცრად ჯიუტები, თუმცა ამტანი ხასიათის გამო, ცოცხლობენ ხანგრძლივად. ძალიან უყვართ ახლობლები და ნათესავები, ამიტომ მათთან ერთად ყოფნა და სამოგზაუროდ წასვლა კუროს სიამოვნებას ანიჭებს, ვერ იტანს მარტოობას და უცხო გარემოს.

3. ტყუპები. ტყუპები აღსავსენი არიან ცხოვრებისეული მიღწევებითა და მისწრაფებებით. წლების განმავლობაშიც კი არ ნელდება მათი მიზნები. ძალიან შრომისმოყვარენი არიან და მუშაობაზე უარს პენსიის ასაკშიც კი არ ამბობენ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავიანთ უფროსებს არანაირ მიზეზს არ აძლევენ პენსიაზე გასაშვებად. მათ სჭირდებათ მუდმივი მოძრაობა და მუდამ რაღაცის კეთება.

4. კიბო. კიბოს ორი ტიპი არსებობს- კატეგორია, რომელიც არასოდეს იზრდება და კატეგორია, რომელიც ხანდაზმულ ასაკშიც კი ზრუნავს სხვებზე- დედა ტერეზა. ასაკის მატებასთან ერთად კიბო მეტ პატივისცემას მოითხოვს გარშემომყოფებისგან. შესანიშნავი ბებია და პაპაა; ბებია მუდამ ხალისით უმზადებს შვილიშვილებს განსხვავებულ კერძებს, დაყავს ისინი საბავშვო ბაღსა და ზოოპარკში. პაპა კიბო კი მუდამ გადასცემს თავის უნარებსა და ცოდნას შვილიშვილებს, თუმცა ამ ყველაფერს აკეთებენ იმ შემთხვევაში, თუ გრძნობენ მათგან მადლიერებას.

5. ლომი. ლომები სიბერეში დიდებულები, უფრო მშვიდები, დინჯები და გააზრებულები ხდებიან. თუმცა მაინც სურთ გარშემომყოფებმა პატივი სცენ, ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის კი მუდამ ავტორიტეტს წარმოადგენდნენ. სიბერეში კი ცდილობენ ეს ყველაფერი მემკვიდრეობით გადასცენ შთამომავლებს.

6. ქალწული. ასაკთან ერთად ქალწულები კარგავენ სამყაროს აღქმის უნარს და ყველაფერს ნეგატიურად უყურებენ. თუმცა მთელი ცხოვრება ფიქრობენ ჯანმრთელობაზე იზრუნონ და მიყვნენ ცხოვრების ჯანსაღ წესს. ასაკში ისინი ხდებიან მკაცრები, უფრო მეტს ითხოვენ ოჯახის წევრებისგან, მაგრამ არიან გონიერები და ჭკვიანები.

7. სასწორი. სასწორი მთელი ცხოვრების განმავლობაში დიდ ყურადღებას აქცევს დაბერების საკითხს. ყველაფერს აკეთებს, რათა თავიდან აიცილოს ნაოჭები და დაბერების სხვა დანარჩენი ნიშნები. ასაკში კი ხშირად არიან პლასტიკური ქირურგისა და კოსმეტოლოგის პაციენტები. 60 წლის სასწორი, სწორედ ამ მეთოდების გამოყენებით, არაჩვეულებრივად გამოიყურება ვიდრე სხვა დანარჩენნი ამ ასაკში. მზრუნველი ბებია-პაპობით ვერ გამოირჩევიან, რადგან თავისუფალი დროის მთელ ნაწილს საკუთარი თავის მოვლას ანდომებენ.

8. მორიელი. მორიელი ასაკში განსაკუთრებული წარმომადგენელი ხდება. თავს ბრძენად მიიჩნევს და დაგროვილი გამოცდილებისა და სწავლებების გაზიარება უყვარს სხვებისთვის. მოხუცი მორიელი ზედმეტად თავდაჯერებულიც კია საკუთარ ცოდნაში. რამდენადაც კარგი მასწავლებლები არიან, არიან საკმაოდ მკაცრი და უზომოდ მომთხოვნი გარშემო მყოფების მიმართ.

9. მშვილდოსანი. მშვილდოსნები გამუდმებით ცდილობენ არ იფიქრონ ასაკის მატებაზე. მუდამ სვამენ კითხვებს კარგად გამოიყურებიან თუ არა და რაღა თქმა უნდა პასუხსაც მხოლოდ დადებითს და კომპლიმენტურს ელიან. მშვილდოსნების უმეტესობას სიბერემდე შეუძლია მომხიბვლელობის შენარჩუნება, თუმცა ამას სასწაულს ვერ მივაწერთ, მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობენ ჯანსაღი წესით ცხოვრებას და კვების სწორ ფორმას მიყვნენ, დადებითი შედეგი კი სიბერეშიც აისახება.

10. თხის რქა. თხის რქის ცხოვრება ასაკთან ერთად საპირისპირო მიმართულებით მიდის. ბავშვობაში სერიოზულები- “პატარა მოხუცები” არიან, თუმცა სიბერეში კი მათი მანეფისტი მიმართულია მასხრობისკენ. ასაკში მათი მხიარულება კი ძალიან ახარებს მათ შვილიშვილებს. თხის რქა ბებია და პაპა შვილიშვილებით ურჩები და ცელქები ხდებიან, მათთან ერთად მიირთმევენ შეუზღუდავი ოდენობით აკრძალულ ტკბილეულს და ამით არღვევენ მშობლების ტაბუს.

11. მერწყული. მერწყულები ბავშვობიდანვე აქცევენ ყურადღებას საკუთარ ვიზუალს. სიბერეშიც კი მხოლოდ საკუთარ აზრს ითვალისწინებენ ამ საკითხში და სრულიად არ აინტერესებთ გარშემომყოფთა შეხედულებები. ამიტომ 70-80 წლის მერწყულს ნახავთ საკუთარი სტილით, ვიზუალუად მართალია უკვე დაბერდა, თუმცა შინაგანად ისევ ის ახალგაზრდაა.

12. თევზები. თევზებს სასწაულად ეშინიათ დაბერების. “ჯერ რამდენი რამ მაქვს გასაკეთებელი”- ეს სწორედ ის დევიზია, რომლის წყალობითაც მას არ უნდა დაბერდეს. ამ ფიქრების გავლენისა და შიშის ქვეშ კი ვერ არიან ბედნიერნი. განცდების გამო კი ვერ ხვდებიან, რომ უფრო იბერებენ თავს, რასაც დიდად ვერ აცნობიერებენ თევზები.