როგორ მივხედოთ თავს რთულ მაგნიტურ დღეებში და როდის არის ისინი

როგორ მივხედოთ თავს რთულ მაგნიტურ დღეებში და როდის არის ისინიდეკემბერში ძლიერი მაგნიტური ქარიშხლები მოსალოდნელი არ არის, თუმცა სუსტი გეომაგნიტური რყევები იქნება ხშირი და ხანგრძლივი.
დეკემბრის მაგნიტური დღეები
3-5 დეკემბერი: უმნიშვნელო მაგნიტური ქარიშხალი, რომლის პიკიც ვერ მიღწევს მე-4 დონეს;
12 დეკემბერი: სუსტი მაგნიტური ქარიშხალი — არ აღემატება მე-3 დონეს;
13 დეკემბერი: ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი — მე-4 დონე;
14 დეკემბერი: კვლავ სუსტი ქარიშხალი, დაიწევს მესამე დონემდე;
17-18 დეკემბერი: მესამე დონის მაგნიტური ქარიშხალი.
გარდა ამისა, დაბალი სიმძლავრის მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი 30-31 დეკემბერს.

მიუხედავად იმისა, რომ ის არც ისე ძლიერი იქნება, ამ დღეებში შესაძლოა იგრძნოთ: თავის ტკივილი; თავბრუსხვევა; ტკივილი სახსრებისა და ზურგის არეში; წნევის აწევა; გაღიზიანება და უძილობა. ასევე მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავებაც.
როგორ შევამსუბუქოთ მაგნიტური ქარიშხლების გავლენა ჯანმრთელობაზე:
დაწექით დასაძინებლად შეძლებისდაგვარად ადრე – ძილის დროს გამოყოფილი მელატონინი ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში და ასევე ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა;
გაღვიძებისას კი (განსაკუთრებით ჰიპერტონიკები) არ უნდა წამოდგეთ საწოლიდან მკვეთრად;
კარგია კონტრასტული შხაპის მიღება – თუ ამას თქვენი ჯანმრთელობისთვის უკუჩვენება არ აქვს;
დღის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისეირნოთ ჰაერზე, ან რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახი – სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;
საუკეთესო მენიუ  არის ხილი, ბოსტნეული, ფაფები, ქათმის მოხარშული ხორცი და თევზეული;

კარგი იქნება, თუ სტრესს თავს აარიდებთ და სხვა დროისთვის გადადებთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.

სპუტნიკი