რუსთავის კოლეჯ მოდუსის დირექტორად ნინო ქავთარაძემ დაიწყო მუშაობა

რუსთავის კოლეჯ მოდუსის დირექტორად ნინო ქავთარაძემ დაიწყო მუშაობარუსთავის სსიპ კოლეჯ ,,მოდუსს” ახალი დირექტორი ჰყავს.

აღნიშნულ პოსტზე მუშაობას ნინო ქავთარაძე ოფიციალურად დღეიდან შეუდგა.

ქავთარაძე კოლეჯის თანამშრომლებს ყოფილმა დირექტორმა პავლე თვალიაშვილმა წარუდგინა.

ნინო ქავთარაძე 2017-2021 წლებში რუსთავის მე-6 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, ხოლო 2021 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.

შეგახსენებთ, რომ პავლე თვალიაშვილმა თანამდებობა ორი კვირის წინ დატოვა და “ინფო რუსთავთან” საუბრისას მიზეზად სხვა სამსახურში გადასვლა დაასახელა.

ინფო რუსთავი