სააკაშვილის ყოფილი მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი გორის ჰოსპიტალში მოათავსეს

სააკაშვილის ყოფილი მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი გორის ჰოსპიტალში მოათავსესმიხეილ სააკაშვილის ყოფილი მკურნალი ექიმი, ნინო გოგორიშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში პაციენტის რანგში მოათავსეს. არსებული ინფორმაციით, მედიკოსი თავსა შეუძლოდ გრძნობს

მესამე პრეზიდენტიოს ადვოკატების თქმით,  გოგორიშვილის ჯანმრთელობის გაუარესება იმ ფსიქოლოგიურ ზეწოლას უკავშირდება, რომელიც მასზე გუშინ გახორციელდა.

გუშინდელ ფაქტს თუ გავიხსენებთ, რა მოხდა და რა პირობებში მოვიდნენ ჰოსპიტილს დირექტორი და ქალბატონი ნინო გოგორიშვილი კომენტარის გასაკეთებლად. გახსოვთ ალბათ, დირექტორმა წაიკითხა დაწერილი განცხადებანინო გოგორიშვილის ნაცვლად და მერე ვნახეთ, რომ ასევე იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ამ ქალბატონის კომენტარშ სხვა პირები ერეოდნენ. ეს გარემოებები ერთობლიობაში,  ბუნებრივია, ქმნის ძალიან გონივრულ და საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა, მასზე ზეწოლა ყოფილიყო ხელისუფლების მხრიდან, ალბათ სუსის მხრიდან, – თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
გორის სახმედრო ჰოსპიტლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მესამე პრეზიდენტს მკურნალი ექიმი შეუცვალეს. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნინო გოგორიშვილის გამოკითხვის ოქმი გაასაჯაროა, სადაც მედიკოსი ადასტურებდა, რომ პაციენტის მკურნალობას საზღვარგარეთ საჭიროებდა.

მოგვიანებით ნინო გოგორიშვილმა განაცხადა, რომ ნიკა გვარამიამ ხელი  თავისივე დაწერილ ტექსტზე მოაწერინა.

ტვ პირველი