სააკაშვილისთვის 2022 კარგი წელი არ არის – მიხეილ ცაგარელი

სააკაშვილისთვის 2022 კარგი წელი არ არის – მიხეილ ცაგარელი2022 წლის დადგომამდე რამდენიმე დღეღა დარჩა. როგორც „პრაიმტაიმთან“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა განაცხადა, ყველაზე წარმატებული წელი განსაკუთრებით თევზებისთვის და ვერძისთვის იქნება, რისკ-ჯგუფში შედიან 16 აპრილამდე ტყუპები, რომელბმაც ყურადღება უნდა მოაქციონ ინფორმაციას, შეცდომა არ დაუშვან და მარტივად არავის ენდონ, მათ შორის დაპირებებს, პრობლემები არ დაიბევონ.

 „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, როგორი წელი იქნება პოლიტიკოსებისთვის, ამისთვის კი მიმდინარე წლის ყველაზე ხმაურიან ფიგურაზე, მიხეილ სააკაშვილზე შევაჩერეთ არჩევანი.

„ერთმნიშვნელოვნად ძნელია ვთქვათ, რომელი პოლიტიკოსისთვის იქნება 2022 წელი იღბლიანი, ამისთვის მათი პირადი ჰოროსკოპებია შესადგენი.

მაგალითისთვის, სააკაშვილისთვის კარგი წელია, რადგან მშვილდოსანია. მაგრამ ცუდი წელია იმიტომ, რომ თხის წელშია დაბადებული. თხას მაინცდამაინც კარგი წელი არ აქვს. ამიტომ დასავლური და აღმოსავლური კალენდრები უნდა გათვალისწინდეს, პირადი ჰოროსკოპიც გასათვალისწინებელია“, – ამბობს მიხეილ ცაგარელი.