საფრანგეთში ავტობანზე მამუკა ნიკოლაიშვილი ტრაილერმა გაიტანა, იტალიაში მისი და გარდაიცვალა

საფრანგეთში ავტობანზე მამუკა ნიკოლაიშვილი ტრაილერმა გაიტანა, იტალიაში მისი და გარდაიცვალასაფრანგეთში ავტოავარიას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთში მცხოვრები მამუკა ნიკოლაიშვილის სიცოცხლე შეეწირა.

როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, ავტობანზე გაჩერებულ მანქანას, რომელშიც მამუკა ნიკოლაიშვილი იჯდა, ტრაილერი შეეჯახა. მამუკა ადგილზევე გარდაიცვალა.

“სამი წლის იტალიაში მისი და, თეა ნიკოლაიშვილი გარდაიცვალა ტრაგიკულად და ახლა კი მამუკა. ძალიან დამწუხრებულია სოფელი“, _ გვითხრა მამუკა ნიკოლაიშვილის ახლობელმა.

“გურია ნიუსი“ თანაგრძნობას უცხადებს მამუკა ნიკოლაიშვილს სანათესაოს და ახლობლებს.

გურია ნიუსი