კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, საფრანგეთში ღამის კლუბები ერთი თვით დაიხურება. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული ზომა 10 დეკემბრიდან ამოქმედდება.
„ვირუსი ახალგაზრდებში ცირკულირებს და ასეთ ადგილებში პირბადის ტარება რთულია. აღნიშნულ ზომას დაინტერესებული პირების ეკონომიკური მხარდაჭერით გავატარებთ“, – აღნიშნა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.
საფრანგეთში კორონავირუსის ომიკრონი შტამის 25 შემთხვევა დადასტურდა.