საფრანგეთში ღამის კლუბები 1 თვით იხურება

საფრანგეთში ღამის კლუბები 1 თვით იხურებაკორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, საფრანგეთში ღამის კლუბები ერთი თვით დაიხურება. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული ზომა 10 დეკემბრიდან ამოქმედდება.

„ვირუსი ახალგაზრდებში ცირკულირებს და ასეთ ადგილებში პირბადის ტარება რთულია. აღნიშნულ ზომას დაინტერესებული პირების ეკონომიკური მხარდაჭერით გავატარებთ“, – აღნიშნა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.

საფრანგეთში კორონავირუსის ომიკრონი შტამის 25 შემთხვევა დადასტურდა.