საქართველოს ყოფილი პრემიერი ოთარ ფაცაცია გარდაიცვალა

საქართველოს ყოფილი პრემიერი ოთარ ფაცაცია გარდაიცვალასაქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოთარ ფაცაცია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მისი გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი გახდა. როგორც ირკვევა, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ ის ზუგდიდიდან თბილისში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ფაცაციას პრემიერის პოსტი 1993 წლის 20 აგვისტოდან 1995 წლის 5 ოქტომბრამდე ეკავა.

1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი.

1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი.

რეპორტი