საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში დღეის მონაცემებით, კოვიდ-19-ის ახალი შტამის, ომიკრონის 24 შემთხვევაა დაფიქსირებული.
მისივე თქმით, ყველა შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.
„ჩვენთან დღეს უკვე ომიკრონის 24 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული. ყველა მსუბუქი მიმდინარეობისაა. პირველი ორი შემთხვევის კონტაქტების გამოკვლევა მოხდა. საუბარია შემთხვევებზე, რომლებიც ორშაბათს გამოცხადდა. გამოკვლევის შედეგად ვირუსი კონტაქტში მყოფ ყველა პირს დაუდასტურდა. ყველა ინფიცირებული ვაქცინირებულია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

