სოფელ ფრეზეთში 50 წლის კაცს ეძებენ

სოფელ ფრეზეთში 50 წლის კაცს ეძებენმცხეთის რაიონ სოფელ ფრეზეთში 50 წლის კაცს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, დავით პავლიაშვილი სახლიდან 21 ნოემბერს გავიდა და ბოლოს 22 ნოემბერს ნატახტარი-წალკის ტერიტორიაზე შენიშნეს. მას შავი ქუდი ეხურა, ეცვა შავი ქურთუკი, შავი შარვალი და სამხედრო ფეხსაცმელი.

პროცესში ჩართულნი არიან სამართალდამცველებიც. თუ ფლობთ რაიმე ინფორმაციას გაუჩინარებულის შესახებ, დაუკავშირდით პოლიციას ან ოჯახს.

ოჯახის საკონტაქტო ტელეფონის ნომერია: 598910733

პრიმ ტაიმი