სწრაფი ტესტი ახალ შტამს, ომიკრონს ვერ ამოიცნობს – ამირან გამყრელიძე

სწრაფი ტესტი ახალ შტამს, ომიკრონს ვერ ამოიცნობს - ამირან გამყრელიძედაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სწრაფი ტესტი კორონავირუსის ახალ შტამს, ომიკრონს ვერ ამოიცნობს. როგორც გამყრელიძე ინტერპრესნიუსთან განმარტავს, უკვე არსებობს PCR ტესტი, რომელიც ამ შტამის ამოცნობას შეძლებს, თუმცა ტესტირება ახალი შტამის საბოლოო იდენტიფიცირებისთვის საკმარისი არაა.

“სწრაფი ტესტი ვერ ამოიცნობს ახალ შტამს, ომიკრონს. ახალ შტამზე ეჭვის მიტანა შესაძლებელია ზოგიერთი PCR მეთოდით, რომელიც ქვეყანაში გამოიყენება და სამ გენზე მუშაობს. ახალი შტამის, ომიკრონის ამოცნობა სპეციალური პისიარით ხდება. ხვალ ან ზეგ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ექნებათ ლუგარის თანამშრომლებს კონსულტაცია. უკვე არის გარკვეული სპეციფიური პისიარი, რომელიც ჩვენ გვაქვს დელტა და ალფა შტამზე და მის იდენტიფიცირებას ვახდენთ.

სპეციფიური პისიარი, დიდი ალბათობით ამბობს, რომ საქმე გვაქვს ომიკრომის შტამთან, თუმცა, საბოლოოდ, მისი იდენტიფიცირება ხდება ვირუსის გენომის სეკვენირებით, დაშლით, რომელსაც ვაკეთებთ სხვა შტამების იდენტიფიცირებისას”, – აცხადებს ის.