„სუსტად გამოიყურებოდა… 23-ში პროცესზე დასწრებას არ ვურჩევ” – ექიმი სააკაშვილზე

„სუსტად გამოიყურებოდა... 23-ში პროცესზე დასწრებას არ ვურჩევ" - ექიმი სააკაშვილზეცენტრ “ემპათიას” ნევროლოგმა, ოთარ თოიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოინახულა.  შეხვედრის დასრულების შემდეგ მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი არ შეცვლილა და პერიოდულად იცვლება.

როგორც თოიძე განმარტავს, ის არ ურჩევს სააკაშვილს 23 დეკემბერს სასამართლო პროცესზე დასწრებას არ ურჩევს.

“დღეს პრეზიდენტი სუსტად გამოიყურებოდა, თვითონაც აღნიშნავს, რომ გადაღლილია, ურჩევნია, იწვეს და იყოს წყნარად. ნევროლოგიური სტატუსი არ შეცვლილა, ხან ცოტათი უმჯობესდება, ხან ცოტათი უარესდება. დღეს შეიძლება შეფასდეს, რომ მისი ნევროლოგიური სტატუსი მკვეთრად გამოხატულია და ეს არ არის ნორმალური.

ხვალ კონსილიუმი მოვა საბოლოოდ პრეზიდენტის მდგომარეობის შესაფასებლად და დასკვნა მოჰყვება ამას, ხვალვე იქნება თუ ზეგ დილას ამას ვერ გეტყვით. მე ვფიქრობ, რომ 23-ში პროცესზე დასწრება არ იქნება დასაშვები, არ ვურჩევ, ძალიან სუსტად არის, უჭირს დგომა, სიარული, ადვილად იღლება და ამ მიმართულებით გამოსწორებას არ ველით 2-3 დღეში”,- თქვა ოთარ თოიძემ.