ეგვიპტური მედიის ცნობით, ადგილობრივ ჩემპიონატში მწვრთნელი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მისმა გუნდმა ბოლო წამებზე გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.
“ალ მაიდის” თავკაცი, ადამ ალ სელდარი 91-ე წუთზე გატანილი გოლის შემდეგ გულის შეტევით 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როდესაც მისი გუნდი აღნიშნავდა, ამ დროს მწვრთნელი უეცრად მოედანზე დაეცა, საავადმყოფოში მიყვანამდე კი გარდაიცვალა.
სპორტალი