“უცბად დაეცა მოედანზე” – ფეხბურთის მწვრთნელი გამარჯვების გოლის აღნიშვნისას გარდაიცვალა

ეგვიპტური მედიის ცნობით, ადგილობრივ ჩემპიონატში მწვრთნელი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მისმა გუნდმა ბოლო წამებზე გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

“ალ მაიდის” თავკაცი, ადამ ალ სელდარი 91-ე წუთზე გატანილი გოლის შემდეგ გულის შეტევით 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.

როდესაც მისი გუნდი აღნიშნავდა, ამ დროს მწვრთნელი უეცრად მოედანზე დაეცა, საავადმყოფოში მიყვანამდე კი გარდაიცვალა.

სპორტალი