„ვერ დადის სწორ ხაზზე, მარჯვენა თვალი მზერას ვერ მიჰყვება“ – გიული ალასანია

„ვერ დადის სწორ ხაზზე, მარჯვენა თვალი მზერას ვერ მიჰყვება“ – გიული ალასანიასაქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედროო ჰოსპიტალში დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა.
საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტს სისუსტე აქვს და წონასწორობის დაცვა უჭირს.

„ვერ დადის სწორ ხაზზე, იმ მომენტში თუ ვინმე არ იქნება შესაძლოა მარჯვენა მხარეს დაეცეს. როცა მზერს სინჯავენ, ნევროპათოლოგი რომ სინჯავს, მარჯვენა თვალი ვერ მიყვება, სისუსტე აქვს აშკარად, ეს ჩემი შთაბეჭდილებები რაც არის.

მე უკვე არაერთხელ გავიმეორე, გამოსავალი ნორმალურ, შესაფერის რეაბილიტაციაა, ამის გარეშე, ძალიან ცუდად იქნება საქმე დასკვნიდანაც ჩანს“, – განაცხადა გიული ალასანიამ